კალაძე: არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს

არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს და ამას როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამკვირვებლებიც ადასტურებენ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით ადგილი ქონდა რამდენიმე კანონდარღვევას, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ და შესაბამისმა უწყებებმა მათი აღმოფხვრა დროულად მოახერხეს.

კალაძის თქმით ოპოზიციური ძალის ზოგიერთი წარმომადგენელი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ქართული ოცნების მხარდამჭერები კანონდარღვევით აგიტაციას აწარმოებენ.

”გვინდა განვმარტოთ, რომ არჩევნების დღეს წინასაარჩევნო აგიტაცია და საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო ატრიბუტიკის გამოყენება აკრძალულია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში” - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ამომრჩევლებსა და პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული ქმედებების განხორციელებისაგან. 

კომენტარები