ჟვანია: ყველა მხარეს მოვუწოდებ, ხელი შეუწყონ სანდო არჩევნების ჩატარებას

pirveliradio.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა უხდის წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული მუშაობისთვის. როგოც თამარ ჟვანია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება არის ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარების გარანტი.

"ამიტომ მოვუწოდებ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს: პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებული საქმიანობის პროფესიულ და მიუკერძოებელ განხორციელებას, იხელმძღვანელონ მხოლოდ კანონით და იმოქმედონ უფლებამოსილების ფარგლებში, ამომრჩევლებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუქმნან ყველა პირობა თავისუფლად განახორციელონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებები, დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ყველა საფუძვლიან პრეტენზიაზე და არ დაუშვან სამართლებრივი გადაცდომის შემთხვევები, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და ყველა შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა, ემსახურონ ხალხს და უზრუნველყონ ამომრჩევლების ნების ასახვა არჩევნების შედეგებში. აქვე მინდა მივმართო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს: საარჩევნო სუბიექტებს, დამკვირვებლებს, მედიას, თითოეულ ამომრჩეველს, - ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში წარმართვას, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისას იმოქმედონ სამართლებრივ ჩარჩოებში და საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ გამჭვირვალე და სანდო არჩევნების ჩატარებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები