ენმ: დედოფლისწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ

ენმ-ს წარმომადგენლის, გიორგი გაბაშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატები პოლიციის შენობაში ჰყავთ დაკავებული და კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ.

"ამ წუთებში დედოფლისწყაროში პოლიციაში ჰყავთ მიყვანილი ემზარ ჯანაშვილი და პაატა ნადირაშვილი, ჩვენი ორი კანდიდატი მაჟორიტარობის, რომელთაც ახსნევინებენ კანდიდატურებს და პოლიციაში ემუქრებიან. პირადად ღარიბაშვილის დავალებაა, იმიტომ, რომ დედოფლისწყაროს ეხება საქმე. ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს არის გადასული, შანტაჟის და დაშინების გზით უნდათ, მოისუფთაონ გზა", - თქვა გაბაშვილმა.

კომენტარები