2014 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) 260 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 226 მილიონი, ხოლო 2012 წლის პირველ კვარტალში 261 მილიონი დოლარი შეადგინა.
2012 წელს FDI-მ 18.4%-ით იკლო, 2013 წელს კი 0.22%-ით იმატა. პირველი კვარტლის მონაცემებით, FDI-მ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 15%-ით იმატა.
საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორებს შორის მოხვდნენ
- ნიდერლანდები (28%)
- აზერბაიჯანი (18%)
- გაერთიანებული სამეფო (13%)
- თურქეთი (12%)
- რუსეთი (8%)
- საუდის არაბეთი (7%)
- აშშ (7%)
- და ლუქსემბურგი (4%)
ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი საფინანსო სექტორზე (34%) მოდის. პოპულარულ სექტორებში შედის მშენებლობა (2%), ენერგეტიკა (2%), უძრავი ქონება (5%), დამამუშავებელი მრეწველობა (18%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (17%).
2011-2013 წლებში კლების ტენდენცია დაფიქსირებულია რუსეთიდან შემომავალ FDI-ში, 2012 წელს ინვესტიციებმა 62%-ით, 2013 წელს კი 105%-ით იკლო და უარყოფითი 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2013 წელს 50%-იანი კლებაა გაერთიანებული სამეფოდან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ იმატა ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და ლუქსემბურგიდან.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მატება 2013 წელს 0.22%-ია.





