უგულავა: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი თავი თვითონ არ მომეწონა

Gigi Ugulava
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

“საღამოს ვნახე ჩემი თავი, თვითონ არ მომეწონა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ასეთ ხდება ხოლმე”, - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ მარნეულში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამოძიებაა ჩასატარებელი.

“გამოძიება უნდა ჩატარდეს თუნდაც უსუფაშვილის საკითხზე, ასევე იმაზე, თუ ვინ ურეკავდა კობა ასანიძეს წუთში ერთხელ”, - აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კობა ასანიძის გუშინ საღამოს განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდა, მარნეულში გუშინ მომხდარი ფაქტის გამოძიება პირადად გააკონტროლონ.

კომენტარები