საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, "ქართული ოცნების" მომხრების მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წინაასაარჩევნო ღოსნიძიების ჩაშლას გამოეხმაურა. წულუკიანმა ამომრჩეველს მოუწოდა საკუთარი აზრი საარჩევნო უბანზე დააფიქსირონ.
"კიდევ ერთხელ ყველა მოქალაქეს, ყველა კერძო პირებისგან შემდგარ ჯგუფს, მოვუწოდო რომ თუ მათ არ მოსწონთ რომელიმე კანდიდატი, ნუ მივლენ ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ კვერცხების სროლა და ამ ტიპის დაპირისპირება არ არის დამახასიათებელი ცივილიზებული და კულტურული საზოგადოებისთვის. ვაცალოთ კანდიდატებს, ვინც არ უნდა იყოს ის, რომ დაუმტკიცოს რომ დაუმტკიცოს თავის პოტენციურ ამომრჩეველს, რომ ის სხვებს ჯობია", - განაცხადა წულუკიანმა.
ქართული ოცნების მომხრეებმა 31 მაისს ფონიჭალაში ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ღონისძიების ჩაშლა სცადეს.ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის ხათუნა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე ქართული ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა, რომლებმაც იქ შეკრებილებს კვერცხები დაუშინეს. ხათუნა ბერძენიშვილის თქმით, გამოძახებული საპატრულო პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა. ბერძენიშვილის განცხადებით, „საქმეში უუნარო ხელისუფლება ამგვარი პროვოკაციებით საარჩევნო კამპანიის ჩაშლას ცდილობს".





