პროკურატურის კვირეული

მთავარი პროკურორი: პროკურატურის ნდობა საზოგადოებაში ამაღლდა

მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობა ამაღლდა. ბადაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, პროკურატურაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას გაეცნო.

"პროკურატურაში სტაჟირების მსურველთა რაოდენობა ძალიან მაღალია. 1700 განაცხადი შემოვიდა წელს, როდესაც წინა წლებში ეს რიცხვი 700-800-ს შეადგენდა. ეს ცხადყოფს, რომ პროკურატურის ნდობა საზოგადოებაში ამაღლდა. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და ახალი ნიჭიერი კადრების მოზიდვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ტესტირებას გადიან დღეს, მოხვდნენ პროკურატურაში და აქტიურად გააგრძელონ მუშაობა", - აღნიშნა ბადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პროკურატურის კვირეული მიმდინარეობს.

კომენტარები