უკრაინის კრიზისი

რუსეთი და უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი მოლაპარაკებისთვის მზად არიან

რუსეთი მზადაა დიალოგისთვის უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტთან. ამის შესახებ რუსეთის საგრეო საქმეთა მინიტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, „როგორც პრეზიდენტსაც არაერთხელ უთქვამს, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის კიევის წარმომადგენლებთან, მზად ვართი დიალოგისთვის პეტრო პოროშენკოსთან“.

ამავე დროს, სერგეი ლავროვის განცხადებით,  რუსეთ მზადაა ითანამშრომლოს აშშ-სა და ევროკავშირთან უკრაინაში „საგზაო რუკის“ რეალიზაციის საქმეში, თუმცა ეჭვი ეპარება, უკრაინასთან ურთიერთობაში შუამავლები ჭირდებოდეს.

ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ პოროშენკო სამხრეთ აღმოსავლეთს რეგიონებში წინააღმდეგ „რადიკალურ ქმედებებს“ არ დაუშვებს. ანტიტერორისტული ოპერაციის განახლებას ლავროვმა  შეცდომა უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულმა პეტრო პოროშენკომ  დღეს განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგით დაინტერესებულია და შესაძლოა ვლადიმირ პუტინს  უკვე ივნისის თვეში შეხვდეს.

„რუსეთი ჩვენი უახლოესი მეზობელია. ჩვენ გვჭირდება ომის შეჩერება და სტაბილურობის დაბრუნება აღმოსავლეთ რეგიონებში. ამის გაკეთება რუსეთს გარეშე შეუძლებელია“,  - განაცხადა პოროშენკომ. თუმცა, მისი თქმით, ამ შეხვედრისთვის დღის წესრიგი და დოკუმენტები წინასწარ უნდა მომზადდეს და ის „მხოლოდ ხელის ჩამორთმევისთვის“ არ უნდა გაიმართოს.  

„რუსეთის ბოლო არგუმენტი ის იყო, რომ უკრაინას ლეგიტიმური პრეზიდენტი არ ჰყავს. ამ არგუმენტმა ძალა უკვე დაკარგა“,  - აღნიშნა   არჩეულმა პრეზიდენტმა.

მანამდე პოროშენკომ განაცხადა, რომ  რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ორი პირობით მოხდება - ყირიმის დეოკუპაციისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის აღიარების შემთხვევაში. 

კომენტარები