უკრაინის მომავალი მოსკოვის სურვილებმა არ უნდა განსაზღვროს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ კრიზისის მოგვარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. მისივე თქმით, შეიარაღებული ტერორისტების მოთხოვნები მიუღებელია.
"მათი განცხადებები შორსაა ხალხის მოთხოვნების დაცვისაგან, მათ სურთ ყველას ნაცვლად, იარაღის მუქარით ისაუბრონ, მხოლოდ საკუთარი მოთხოვნები დააყენონ", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
ცნობისთვის, დღეს იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც პრორუსმა ტერორისტებმა უკრაინელ ძალოვნებს წაუყენეს - იმ შეთხვევაში, თუ უკრაინა რეგიონიდან ჯარებს არ გაიყვანს, ტერორისტები მათ განადგურებით დაემუქრნენ.





