დევნილთა საცხოვრებელი

პრემიერი: 2016 წლისთვის საქართველოში ყველა დევნილს ბინის პრობლემა მოეხსნება

2014 წლის ბოლოსთვის იმერეთში 3 000-მდე დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მიაწოდა.

პრემიერი დღეს ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და რეაბილიტირებულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს შეხვდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, 2016 წლისთვის საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს საცხოვრებელთან დაკავშირებული მწვავე პრობლემა მოეხსნება.

პრემიერმა, ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში  უპეცედენტო მასშტაბის სამშენებლო პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. „შედეგად 8 000 დევნილი ბინით დაკმაყოფილდება. პროექტის ღირებულება 103 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებში დევნილებიც ჩაერთვებიან“, - ამბობს პრემიერი.

კომენტარები