ხვედელიძის პროცესი

გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. ბრალდებული გელა ხვედელიძე კი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა.

ხვედელიძეს  სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტითაა ბრალდებული, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს.

ხვედელიძეს ბრალად ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტსივრცეში განთავსება ედება.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს დააკავა, თუმცა  სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდა შეუფარდა. 5000 ლარის გადახდის შემდეგ ხვედელიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ხვედელიძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

კომენტარები