დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში ანონიმი არტისტის ბენქსის მორიგი ნახატი, მობილური შეყვარებულები, გამოჩნდა.
მობილური შეყვარებულები ბენქსის საიტზე ორშაბათს დაიდო და გუშინ მისი ლოკაციის ადგილიც აღმოაჩინეს. ნახატი ბრისტოლის ერთ-ერთი ქუჩის კედელზე აღმოჩნდა. სწორედ ამ ქალქში გამოჩნდა ბენქსის პირველი ნახატი.
იდუმალი არტისტი ცნობილი კაპიტალიზმის, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტისა და სიღარიბის წინააღმდეგ ნახატებით გახდა.ამ ნახატით კი ის როგორც ჩანს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მათ გავლენას უსვამს ხაზს.
ბენქსის ვინაობა დღემდე უცნობია.