ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის ძმა ზაზა თარგამაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც საგამოძიებო სამსახურში შესვლის წინ ზაზა თარგამაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მისთვის უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით დაკითხავენ.
ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, თარგამაძე მოწმის სტატუსით დაიკითხება.
“კონკრეტულად რა საქმის ირგვლივ უნდა მოხდეს მისი დაკითხვა, ცნობილი არ არის. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების ყველა შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ. ზაზა თარგამაძეს დასამალი არაფერი არ აქვს, რამდენადაც მის საქმიანობაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ყოფილა”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზაზა თარგამაძე სამშენებლო კომპანია ჰოლ ენდ შულერის საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა დაკითხონ, რომლის ერთერთი დამფუძნებელიც თავად ზაზა თარგამაძეა.





