მასობრივი მკვლელობები მაიდანზე

უკრაინის უშიშროების სამსახური მაიდანზე მკვლელობებთან ФСБ-ს კავშირზე საუბრობს

novostimira.com.ua

გამოძიებამ კიევის მაიდანზე მომიტინგეთა მასობრივ მკვლელობებთან რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების კავშირი დაადგინა. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ კიდევ დეკემბერში კიევთან ახლოს მდებარე პოლიგონზე რუსული ФСБ-ს  26 თანამშრომელი ჩავიდა, იანვარში კი - კიდევ ექვსი თანამშრომელი დაემატა. მათ რეგულარულად უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სტუმრობდა.

”სერიოზული საფუძველი გვაქვს, მივიჩნიოთ, რომ სწორედ ეს ჯგუფები, რომლებიც უშიშროების ერთ-ერთ პოლიგონზე იმყოფებოდნენ, ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაციის ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობდნენ.” - თქვა ნალივაიჩენკომ.

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა მაიდანზე მკვლელობების უშუალო ორგანიზებაში ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი დაადანაშაულა.  

 

კომენტარები