დაახლოებით დილის 08:00 საათზე თბილისსა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია ისევ შეუწყდა.
გათიშვის მიზეზი ამჯერადაც უცნობია.
მოქალაქეები წერენ, რომ არ მუშაობს მეტრო, გაჩერებულია საქართველოს რკინიგზაც.
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 24 ივლისსაც ჩაქრა. ავარიული გათიშვის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სემეკმა გამოძიება დაიწყო.




