ვითარება ყირიმში

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყირიმის პარლამენტის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყირიმის პარლამენტის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 278 დეპუტატმა დაუჭირა.

დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი რადა, ვადაზე ადრე ყირიმის პარლამენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ადგენს.

ყირიმი რეფერენდუმისთვის ემზადება, რომელიც ხვალ, 16 მარტს უნდა გაიმართოს. დღეს იქ ნებისმიერი სახის აგიტაცია აკრძალულია. რეფერენდუმზე მცხოვრებლებმა პასუხი უნდა გასცენ ორ კითხვას - სურთ თუ არა, ყირიმი შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და მეორე - სურთ თუ არა, აღდგეს ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის და მასთან ურთიერთობას ხელშეკრულების საფუძველზე აყალიბებს.

რეფერენდუმი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე ჩატარდება.

კომენტარები