თეორემა

ეკონომიკისა და დემოგრაფიის კორელაცია

"როგორც იცით, ბატონი ლევანი მუშაობს იმისთვის, რომ ერის ფიზიკური გადარჩენა აღარ იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,"- ასე წარადგინა ლევან ვასაძე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის წარმომადგენელმა, თამარ ჩიბურდანიძემ დედაქალაქის საკრებულოში. ერის ფიზიკური გადარჩენის ერთ-ერთ გზად, ლევან ვასაძეს ყოველი მესამე ახალშობილის დაფინანსება მიაჩნია. უწყობს თუ არა ხელს ეკონომიკური კეთილდღეობა შობადობის გაზრდას, თუ - კი, მაშინ რატომ ვხედავთ საპირისპირო სურათს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

ეკონომიკისა და დემოგრაფიის ურთიერთკავშირზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში, თამარ ჩიბურდანიძესთან, ლევან კალადანაძესთან, გია წულაძესთან და ვატო ლეჟავასთან ერთად.

კომენტარები