ადაპტირებული ტრანსპორტი

მოქალაქეთა ნაწილმა ადაპტირებული ტრანსპორტის მოთხოვნით, აქცია გამართა

დღეს თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა ნაწილი შეიკრიბა. მათ გააპროტესტეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული ავტობუსების შესასყიდად თანხა აღარ გამოიყოფა.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად საკრებულოს წარმომადგენელი გავიდა, რომელიც შეკრებილებს დაპირდა, რომ ადაპტირებულ ტრანსპორტზე კონკრეტულ რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს 22 მარტს საკრებულო მათთან ერთად შეიმუშავებს.

ამავე შეხვედრაზე მიიღებენ დადგენილებას ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანის შესახებ.

კომენტარები