ევროკავშირის მხარდაჭერა

ევროკავშირმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ცალმხრივად შემოიღო

ევროკომისიამ უკრაინის მხარდამჭერი სავაჭრო ზომები მიიღო. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზეა ნათქვამი, ამით უკრაინა ყოველწლიურად დაახლოებით  500 მილიონი ევროს ოდენობით სარგებელს მიიღებს.

"ჩვენ ცალმხრივ სავაჭრო ზომებზე შევთანხმდით, რომელიც უკრაინას ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული ხელსაყრელი პირობებით სარგებლობის საშუალებას მისცემს,“ - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.

პირველ კონკრეტულ და ხელშესახებ ღონისძიებას ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი სტანდატრული საკანონმდებლო პროცედურების მეშვეობით დაამტკიცებს. მისი ამოქმედება ივნისამდე იგეგმება.

„ეს უკრაინისთვის ერთდაერთი მხარდამჭერი ღონისძება არ იქნება,“ - აღნიშნავს ბაროზუ. 

კომენტარები