სევასტოპოლში რუსმა სამხედროებმა უკრაინული სამხედრო ნაწილის А2355 შტურმი დაიწყეს. ინტერფაქს-უკრაინის ცნობთ, ოკუპანტებმა სატვირთო მანქანით ჭიშკარი გამოანგრიეს, ახლომდებარე შენობა დაიკავეს და სამეთაურო პუნქტამდე მიღწევას ცდილობენ . ნაილში 100-მდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება, თავდამსხმელთა რაოდენობა უცნობია.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტევა მიმდინარეობს საჰაერო ძალების ტაქტიკური ჯგუფის სამეთაურო პუნქტზე. თავდამსხმელებს შორის კაზაკები და პრორუსი აქტივისტები არიან.





