უკრაინის კრიზისი

ყირიმში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება

ყირიმში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. ავტონომიის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, ადრე დადგენილი 30 მარტის ნაცვლად, რეფერენდუმი ყირიმის სტატუსის შესახებ 16 მარტს გაიმართება.

თანაც, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეცვლილია რეფერენდუმზე გამოტანილი კითხვები. ავტონომიის მცხოვრებლებმა პასუხი უნდა გასცენ ორ კითხვას - სურთ თუ არა, ყირიმი შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და მეორე - სურთ თუ არა, აღდგეს ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის და მასთან ურთიერთობას ხელშეკრულების საფუძველზე აყალიბებს. 

სააგენტო რია ნოვოსტი ერთ-ერთ დეპუტატზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყირიმის პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. 

 

კომენტარები