საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

ღარიბაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებს სპეციალური წერილით მიმართა

”პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს სპეციალური წერილით მიმართა”, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.

”დღეს იკრიბება ბრიუსელში სპეციალური ევროკავშირის საბჭოს სხდომა ქვეყნების მეთაურების დონეზე. მინდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა სპეციალური წერილით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იყოს და აუცილებლად იყოს დისკუსია საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ”, - აცხადებს ბერუჩაშვილი. 

კომენტარები