ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ხადური: მოპარული ფული უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, თბილისის მერიაში ფინანსთა სამინისტროს არცერთი სამსახური არ მუშაობს. როგორც ხადურმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ მერიის კონტრაქტორ კომპანიებთან.

"მათზე ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ მონაწილეობდნენ იმ გარიგებებში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მითვისებას შეეხებოდა. ასეთ კომპანიებს საგადასახადო სამსახური და საგამოძიებო სამსახური ამოწმებდა და შეამოწმებს კიდეც. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური ქმედებები და არანაირ სხვა მიზანს არ ემსახურება გარდა ერთისა -  მოპარული ფული უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში", - განაცხადა ხადურმა.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ დღეს განაცხადა, რომ ამჟამად თბილისის მერიაში შესულია თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე სამმართველო, მესამე სამმართველო, მეოთხე სამმართველო, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებს. 

კომენტარები