უკრაინა

ტუსკი: იანუკოვიჩთან შეხვედრისას ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყდა

wiwo.de

გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო სა ქმეთა მინისტრებმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიაღწიოს შეთანხმებას ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ის ცნობით, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„მინისტრები კიევში განიხილავენ დოკუმენტს, რომელიც იძლევა შანსს ბოლო მოეღოს ძალადობას და მიღწეულ იქნას შეთანხმება. მიღწეულია თანხმობა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უკვე წელს ჩატარდეს", - განაცხადა ტუსკმა.

მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ევროპელმა დიპლომატებმა ვიქტორ იანუკოვიჩთან კომპრომისული წინადადება განიხილეს, რომელიც ოპოზიციის ლიდერებსაც უნდა შეუთანხმონ.

კომენტარები