მიუსაფართა თავშესაფარი

საქართველოს მთავრობამ მიუსაფართა თავშესაფრის მოწყობის წესი დაამტკიცა

mrdi.gov.ge

საქართველოს მთავრობამ მიუსაფართა თავშესაფრის მოწყობის წესი დაამტკიცა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას თქმით, მიუსაფართა თავშესაფრის მოწყობის წესი ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიმუშავა.

"ეს არის ძალიან კარგი რეგულაცია იმისათვის, თუ როგორ უნდა მოეწყოს მიუსაფართა თავშესაფარი. თუ ჩვენ აქამდე ჩვენი სახელმწიფო კომისიის ფარგლებში მიღებული დროებითი გადაწყვეტილებებით ვსარგებლობდით, ახლა უკვე ამ წესის შესაბამისად იქნება შესაძლებელი ვიმუშავოთ. ეს წესი ითვალისწინებს ასევე იმას, თუ რა ფართი უნდა ჰქონდეს დაკავებული მიუსაფარს, როგორი უნდა იყოს დაშორება მიუსაფათა თავშესაფარსა და უახლოეს დასახლებულ პუნქტს შორის. რეგულაციების შესაბამისად, ჩვენ უკვე ვამზადებთ ახალ პროექტებს, რომლის განხილვაც იქნება შემდეგი კომისიის სხდომაზე. უფრო კაპიტალური ტიპის მშენებლობა, რასაც ვგეგმავთ დიდი ლილოს დასახლებაში, ამ წესის შესაბამისად იქნება აშენებული. ეს არის მიუსაფართა თავშესაფრის საქმიანობასთან, რეგულაციასთან და კვებასთან დაკავშირებული წესი", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები