საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მაჭავარიანი: საქართველოზე რუსეთის ზეწოლა ოლიმპიადის შემდეგაა მოსალოდნელი

ვანო მაჭავარიანი
interpressnews

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე რუსეთის მხრიდან ზეწოლა გამორიცხული არ არის. მისი თქმით, ზეწოლა ინტენსიურად სოჭის ოლიმპადის შემდეგ არის მოსალოდნელი.

"სომხეთთან თუ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთმა ბოლო წუთამდე დაიცადა. არ იყო ეს პროცესი გრძელვადიანად გაწერილი. მყისიერად, სულ რაღაც ორი-სამი კვირით ადრე აამუშავა ბერკეტები. ჩვენ არ გამოვრიცხავთ იგივე ტაქტიკის გამოყენებას რუსეთის მხრიდან, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური. არ არის გამორიცხული ზეწოლა იყოს პოლიტიკურ სისტემაზე, რომ სისტემა არ იყოს სტაბილური და კითხვა დაისვას ზოგადად მმართველობის ეფექტურობაზე, შეიძლება პოლიტიკურ ელიტაში გარკვეული გახლეჩის მცდელობა იყოს. რთულია ამაზე ღიად საუბარი, ჩვენ ფაქტის წინაშე ვერ დავდგებით, მაგრამ არის თემები, რომელზეც რთულია საუბარი. ფაქტია, რომ ამის ინტენსიურობა იქნება სოჭის ოლიმპიადის შემდეგ", - თქვა მაჭავარიანმა.

კომენტარები