აშშ-ს კონგრესის დელეგაცია

ჯეიმს ინჰოფი: "ვგმობთ რუსეთის მიერ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას"

Wikipedia Commons

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.  დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯეიმს ინჰოფმა განცხადება გააკეთა, სადაც რუსეთის მცოცავი ოკუპაცია დაგმო.

 "ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. 2008 წლის სამხედრო შემოჭრის ხუთი წლისა და ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ რუსეთის ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს და მისი ხალხის თავისუფალ არჩევანს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს წარმოადგენს საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანისა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას NATO-ში გაწევრიანებისკენ და მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეაქვს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ჩაატარა ორი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ მსოფლიოში არ გვყავს საქართველოზე უკეთესი მეგობარი", - განაცხადა სენატორმა. 

 

კომენტარები