პარლამენტი

მომავალ კვირაში პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომის მოწვევის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებთ, მომავალ სესიაზე განიხილება თვითმმართველობის რეფორმა, საარჩევნო კოდექსი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების საკითხები.

„უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბებულია და ჩვენს გადაწყვეტილებას კენჭისყრის სახით ნახავთ", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

კომენტარები