თეორემა

მერაბიშვილი / ღარიბაშვილი / ბოდიში

ერთთვიანი ძიების შემდეგ სასჯელაღსრულების დაადგინა რომ ვანო მერაბიშვილის საკანში ჩაწერილი ფირი თურმე ავტომატურ რეჟიმში, 24 საათში იშლება. ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირით ადრე მინისტრი სუბარი ამტკიცებდა, რომ ვიდეოფირები ათი დღის განმავლობაში ინახება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის ბრალდებას პასუხი უკვე გაეცა კითხვები აღარ არსებობს ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივანი ზის და იჯდება ციხეში. მიუხედავად იმისა, რას იტყვის პრემიერი, ფაქტია, რომ კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე პასუხს ითხოვენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.

ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გუნდის წევრებს შენიშვნა მისცა და საკანონმდებლო საქმიანობისას მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კანონპროექტი რომელმაც პრემიერის გულისწყრომა დაიმსახურა, პრემიერისვე ხელმოწერითაა შესული პარლამენტში. ჩვენთვის უცნობია გაითვალისწინა თუ არა პრემიერის მოწოდება დეპუტატმა ტყემალაძემ, როდესაც გამოგვიცხადა, რომ რაკი ვერ ცვლიან კონსტიტუციას და პარლამენტს ვერ აბრუნებენ თბილისში, ძველი პარლამენტის შენობა გამოაცხადონ ქუთაისად. არც ის ვიცით, ავცდებოდით თუ არა სულელურ ინიციატივებს, ხელისუფლება რომ უფრო კოორდინირებულად მოქმედებდეს, ამ საკითხზე გადაცემის მეორე ნაწილში ვიმსჯელებთ.

რამდენად გამართლებულია ელექტორალური თვალსაზრისით ბოდიშის მოხდა პოლიტიკოსის მიერ. რად აღიქვამენ პოლიტიკოსის ბოდიშს ჩვენი თანამოქალაქეები, სისუსტედ თუ ძალის გამოვლინებად. ამ კითხვით მიმართა სალომე ბარკერმა მოქალაქეებს, ხალხის ხმა - გადაცემის მესამე ნაწილში.

კომენტარები