ეგვიპტის კონსტიტუტუცია

ეგვიპტეში საკონსტიტუციო რეფერენდუმი დასრულდა

reuters.com

ეგვიპტეში საკონსტიტუციო რეფერენდუმი დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ კონსტიტუციას მხარი საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობის 95%-მა დაუჭირა. მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა 55%-მა მიიღო.

რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები პარასკევს გამოცხადდება. ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ეგვიპტეში რელიგიური პრინციპით პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა აიკრძალება.

ორდღიანი საკონსტიტუციო რეფერენდუმი შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. მუსლიმი ძმების მხარდამჭერებისა და პოლიციის დაპირისპირებას ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში 9 ადამიანი ემსხვერპლა. ექსპრეზიდენტ მორსის მომხრე მუსლიმი ძმების მოძრაობამ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა.

კომენტარები