გაფიცვა თეატრში

ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასი საპროტესტო აქციას მართავს

intermedia.ge

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასი საპროტესტო აქციას მართავს ისინი სამხატვრო ხელმძღვანელს , გიორგი ჟორდანიას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ.

პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მათი თქმით, ოპერაში ჩატარდა მოსმენა, რის შემდეგაც წამყვან სოლისტებს ხელფასები ჩამოეჭრათ. დასი დაგეგმილი წარმოდგენების ჩაშლითაც იმუქრება. 

ცოტა ხნის წინ, მთავრობის კანცელარიის პირველ სართულზე, სადაც ოპერის სარეპეტიციო დარბაზი არის განთავსებული, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჟორდანია მივიდა, რომელიც დასთან მოლაპარაკებას მართავს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 

 

 

კომენტარები