სასმელით მოწამვლა

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს ხუთი მოქალაქე გადმოასვენეს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს ხუთი მოქალაქე გადმოასვენეს. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე გარდაცვლილების ტრანსპორტირება თურქეთში საქართველოს საკონსულომ უზრუნველყო, საკუთარ სახლებამდე კი ისინი მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი რეანომობილებით გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველების მოწამვლა კუსტარულად დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელმა გამოიწვია. ალკოჰოლით სულ საქართველოს 7 მოქალაქე მოიწამლა. მათგან 5 დაიღუპა, ხოლო 2 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები