სასმელით მოწამვლა

თურქეთში დაღუპულ ხუთ ქართველს საქართველოში სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ

თურქეთში, სტამბოლის ზონის ქალაქ გებზეში დაღუპულ ხუთ ქართველს საქართველოში, სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი ადამიანი კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელის გამო გარდაიცვალა.

მოწამვლის შედეგად, 2 დღის წინ, ოთხი ქართველი დაიღუპა, ხოლო გუშინ, საავადმყოფოში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა.

მძიმე მოწამვლა აღენიშნება კიდევ ორ ქართველს, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

ქართველები მშენებლობაზე მუშაობდნენ. სასმელი მათ თავად დაამზადეს. გარდაცვლილები აბაშიდან, სენაკიდან და ზუგდიდიდან არიან.

კომენტარები