ახალი წელი

ახალი წლის ღამეს თბილისის საბაგირო და მეტროპოლიტენი 02:00 საათამდე იმუშავებს

რიყეზე საახალწლო კონცერტისთვის ემზადებიან. ევროპის მოედანზე სცენას ამონტაჟებენ. კონცერტი დღეს, 22.30 საათზე დაიწყება და მასზე წარმოდგენილი იქნება 35 ნომერი. შესრულდება 30-იანი წლებიდან მოყოლებული ცნობილი ქართული სიმღერები.

კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი საღამო დატვირთული იქნება სხვადასხვა ორიგინალური ნომრებით.

გარდა კონცერტისა, საახალწლო დღეებში გასართობი ღონისძიებები მთაწმინდის პარკშიც გაიმართება. 

ამასთან, რიყეზე უკვე დამონტაჟებულია ყინულის მოედანი, რომლით სარგებლობაც მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

დღეს დაგეგმილი ღონისძიებების გამო, თბილისის საბაგირო და მეტროპოლიტენი 02:00 საათამდე იმუშავებს, 23.00 საათიდან მათი მომსახურება უფასო იქნება.

საახალწლო კონცერტი ბათუმში, ქუთაისსა და გორშიც გაიმართება.

კომენტარები