გიგი უგულავას საქმე

წულუკიანი: როდესაც მერს კითხავენ, არ ნიშნავს, რომ მართლმსაჯულება შერჩევითია

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, "როდესაც ხარ მერი და გეძახიან დაკითხვაზე, არ ნიშნავს, რომ მართლმსაჯულება შერჩევითია". წულუკიანი გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, რამდენად დააზარალებს ქვეყნის იმიჯს თბილისის მერის დაკითხვა და მისთვის ბრალის წარდგენა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯს დღეს არაფერი ემუქრება, რადგან პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა პასუხისმგებლიანი ადამიანების ხელშია და ქვეყანას პროდასავლური ტიპის ლიდერები მართავენ.

"იმიტომ, რომ ხარ მერი, იმიტომ, რომ ხარ მინისტრი, ყოფილი პოლიტიკური ფიგურა, არ ნიშნავს იმას, რომ სადმე არის მართლმსაჯულება შერჩევითი", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, არავინაა დაცული სისხლისსამართლებრივი დევნისგან, თუ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს.

კომენტარები