ენერგომომარაგება

უამინდობის გამო რეგიონებში კვლავ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა

უამინდობისა და დიდთოვლობის გამო საქართველოს მასშტაბით 88 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მაღალმთიან აჭარაში. ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. გზების გაწმენდას უამინდობა ისევ აფერხებს. უკვე მეხუთე დღეა რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლმა და ყინვამ რთული ვითარება შექმნა, კახეთის გზებზე. გზის რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით გამოდარებას 16 დეკემბრიდან ვარაუდობენ.

კომენტარები