რამდენიმე წუთის წინ კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით გრუშევსკის ქუჩაზე მინისტრთა კაბინეტის წინ განლაგებული ბარიკადები დაშალეს.
რადიო თავისუფლების ცნობით, შინაგანმა ჯარმა მომიტინგეები მინისტრთა კაბინეტის შენობიდან ევროპის მოედნისკენ განდევნა, რის შემდეგაც ბარიკადები აიღო.
დაძაბულობაა აგრეთვე კიევის საბჭოს შენობასთან, რომელსაც ელექტრომომარაგება გაუთიშეს. შენობის შიგნით 300 მეტი ადამიანია დარჩენილი, რომლებიც ბერკუტის შტურმის მოლოდინში ბარიკადებს აგებენ. შენობის წინ კიდევ 500 მომიტინგეა შეკრებილი.





