საპორტესტო აქციები კიევში

კარლ ბილდტი: სპეცდანიშნულების რაზმი კიევში სატელევიზო ანძას აკონტროლებს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა რამდენიმე წუთის წინ სპეცდანიშნულების რაზმის მიერ კიევის სატელევიზიო ანძის გაკონტროლების შესახებ ინფრომაცია Twitter-ით გაავრცელა.

"ავის მომასწავებელი ინფორმაციაა კიევიდან. სპეცდანიშნულების რაზმმა სატელევიზო ანძაზე კონტროლი დაამყარა. ეს ხომ არ არის მზადება ბნელი სცენარისთვის?" - წერს Twitter-ზე კარლ ბილდტი.

უკვე 1 კვირაზე მეტია უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების, ასევე, მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უკრაინის ხელისუფლების უარი გახდა.

კომენტარები