ვილნიუსის სამიტი

პარლამენტმა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადება მიიღო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. პარლამენტმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემუშავებული განცხადების პროექტს მხარი 66 ხმით დაუჭირა. პროექტის წინააღმდეგ ხმა არცერთმა დეპუტატმა არ მისცა.  

განცხადებაში საუბარია ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მხარდაჭერაზე ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით. ასევე გამოთქმულია იმედი, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ექნებათ სრულყოფილი არჩევანის თავისუფლება. განცხადებაში მოწოდებაა ევროპის კავშირის მიმართ, რომ გაზარდოს და გააძლიეროს დახმარების ინსტრუმენტები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რათა გახდნენ მეტად დემოკრატიულები და გახადონ ინტენსიური ხალხთა შორის კავშირები. 

განცხადებაში საქართველოს პარლამენტი გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს განხორციელდეს საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.

 

კომენტარები