რომის პაპი კაპიტალიზმზე

რომის პაპი კაპიტალიზმს აკრიტიკებს

პაპი ფრანცისკე
independent.co.uk

რომის პაპმა სამოციქულო მიმართვა გამოსცა. 224-გვერდიან დოკუმენტში პაპმა ფრანცისკემ შეუზღუდავი კაპიტალიზმი გააკრიტიკა და მას ახალი ტირანია უწოდა. პაპი დოკუმენტში მსოფლიო ლიდერებსაც მიმართავს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.

პაპი ფრანცისკე მიმართვაში წერს, რომ ძალაუფლებისა და სიმდიდრის წყურვილს საზღვარი არ აქვს და თავის გზაზე, მოგების გაზრდის მიზნით ყველაფერს შთანთქავს. როგორც პაპი აღნიშნავს, ყველაფერი ფაქიზი, მათ შორის გარემოც, გაღმერთებული საბაზრო კაპიტალიზმის სტიქიის წინაშე, დაუცველი რჩება.

კომენტარები