ახალი მთავრობა

წულუკიანი: სასამართლოზე დღეში ათეულობით ზეწოლა და შეტევა ხდებოდა

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, სასამართლოზე დღეში ათეულობით ზეწოლა და შეტევა ხდებოდა. წულუკიანმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციას უთხრა, სასამართლოზე ზეწოლის ორი შემთხვევა გაიხსენონ.

"თუ ეს ორი შემთხვევა დადასტურდა, რა თქმა უნდა, სავალალოა, მაგრამ ალბათ, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რეფორმა არის წარმატებული, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში დღეში ათეულობით ზეწოლა და შეტევა ხდებოდა სასამართლოზე და ცხრა წლის მანძილზე ძალიან ნეგატიური რეკორდი დააგროვეთ. თქვენ გახსოვთ ალბათ. თუ არ გახსოვთ, ეს რეალობაა", - მიმართა ოპოზიციას წულუკიანმა.

პარლამენტში მინისტრობის რამდენიმე კანდიდატს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე საპროცედურო საკითხთა და წესებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

კომენტარები