საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
ქართველმა წყალბურთელებმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგეს, ერთში კი დამარცხდნენ და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.
პლეი-ოფის მატჩები 2014 წლის 15 თებერვალს გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე წყალბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და საქართველოს ნაკრების წევრებს შეხვდა.