პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია

პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ 36 მსჯავრდებული გაათავისუფლა

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ 300 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 36 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის, ორი ქალი. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, ერთ მსჯავრდებულ მამაკაცს, რომლის საქმის განხილვაც ზეპირი მოსმენით განხორციელდა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებსაც ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებდა და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე - 3/4. შუამდგომლობების განხილვისას, კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ასევე, შეაფასეს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

კომენტარები