შსს-ს ინფორმაციით, შს სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიღო. რიგით მესამე სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ძალოვანი მინისტრების მოადგილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი.
მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის, შსს-ს აკადემიასა და თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სპეციალისტების მომზადების საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ერთობლივი წვრთნების ჩატარება. შსს-ს ინფორმაციით, უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.





