თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე

ამნისტირებული პირები პოლიციის ყოფილ თანამშრომელს თავს დაესხნენ

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

კრწანისის რაიონში, წუხელ თავს დაესხნენ პოლიციის ყოფილ თანამშრომელს ავთო მახარამოვს. დეპუტატ დავით საყვარელიძის ცნობით  თავდამსხმელები ამნისტირებული პირები არიან, რომლთა დაკავებაშიც ავთო მახარამოვი მონაწილეობდა.

თავდამსხმელი ფაშაევი და მისი ორი ბიძაშვილი მახარამოვს სახლთან ელოდებოდნენ და იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის ინფორმაციით, ყოფილი პოლიციელი ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

თავდამსხმელები ნარკოდანაშაულის გამო იყვნენ დაკავებულები. 

ამ ფაქტზე კომენტარი ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმაც გააკეთა. აქვე მინდა შეშფოთება გამოვთქვა კიდევ ერთი საგანგაშო ფაქტის გამო, როდესაც კრწანისის რაიონში თავდასხმა მოხდა ყოფილ პოლიციელზე, ლეიტენანტ ავთანდილ მახარამოვზე. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ ამნისტირებული პირები, რომელთა დაკავებაშიც წარსულში სწორედ ლეიტენანტი მახარამოვი მონაწილეობდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტია, ვინაიდან თუ თავიდანვე არ იქნა პოლიციელების წინააღმდეგ შურისძიების ფაქტები აღკვეთილი და დამნაშავეები სათანადოდ დასჯილნი, ეს გამოიწვევს ძალადობის კიდევ უფრო მატებას და პოლიციელების დემორალიზებას"- ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში.

კომენტარები