ISAF-ის მისია

ISAF-ის მისიიდან 105 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა

facebook.com/mod.gov.ge

ISAF-ის მისიიდან ქართველი ჯარისკაცების მორიგი ნაკადი დაბრუნდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ჩარლი" ასეულის 105-მა სამხედრო მოსამსახურემ ექვსი თვის განმავლობაში მათზე დაკისრებული მოვალეობა წარმატებით შეასრულა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

ქართველ სამშვიდობოებს აეროპორტში გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე და გაერთიანებული შტაბის სხვა ოფიცრები დახვდნენ.

42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.

კომენტარები