რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამშრომლობის შესახებ პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გამოცდილებამ ქვეყანას ოკუპაცია მოუტანა.
"მისმა გამოცდილებამ მოუტანა ქვეყანას ოკუპაცია, რუსული აგრესია და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ამიტომ, რაც უფრო მალე დათმობს პრეზიდენტი თავის ადგილს და ადგილს დაუთმობს გიორგი მარგველაშვილს, მით უფრო კარგი იქნება. შესაბამისად, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს 27 ოქტომბერს, ამის შემდეგ ყველა ვნახავთ, რომ უფრო მშვიდი, წყნარი და ეფექტური იქნება ჩვენი საქმიანობა, ვიდრე არის იმ კინკლაობის ფონზე, რასაც ჰქვია კოჰაბიტაცია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა. როგორც მან გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ჩვენი მიწების ჩუმი და საშიში ანექსია შეჩერდეს".





