ახალი სტრატეგია

EBRD: საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა

http://www.panoramio.com/photo/63659329

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე თანამედროვე კომერციული შენობების ნაკლებობაა - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ახალ სტრატეგიაში წერს.

EBRD-ის განმარტებით, ყველაზე დიდი ხარვეზები ამ მხრივ საბითუმო და ლოგისტიკის ბაზარზეა, სადაც დასავლური ტიპის A-კლასის შენობა ფაქტიურად არ არსებობს. ევრობანკის შეფასებით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, უძრავი ქონების ბაზარზე გარემო გაუმჯობესდა. ევრობანკი გამოყოფს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესს და აღნიშნავს, რომ ის მარტივი და სწრაფია, რაც მსოფლიოში სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს. ევრობანკის რეკომენდაციით, შემდეგ ნაბიჯად საქართველოს საკუთრების უფლებების დაცვისა და კონტრაქტების აღსრულების რეფორმირება სჭირდება.

"ევრობანკის ახალი სტრატეგია აცნობიერებს საქართველოს სურვილს, რომ შეინარჩუნოს რეგიონის წამყვანი რეფორმატორის სტატუსი და გააგრძელოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიაღწია. მათ შორისაა საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესება ბიზნესისთვის, საბაჟო სისტემის ლიბერალიზაცია და საგადასახადო სისტემის გამარტივება", - აღნიშნულია EBRD-ის დოკუმენტში.

 

კომენტარები