საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი ოქტომბერში, ერთი თვით, მუშაობას შეწყვეტს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტი ოქტომბერში მუშაობას შეწყვეტს. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, უმრავლესობასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო სექტემბერში პრემიერმინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვისა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო კვორუმის განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს. დანარჩენ კანონპროექტებს პარლამენტი მუშაობის განახლების შემდეგ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მუშაობის ერთი თვით შეჩერების უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

კომენტარები