ქუთაისის მერია

ქუთაისის მერმა გადაგომის შესახებ განცხადებით ქალაქის საკრებულოს მიმართა

www.kutaisi.gov.ge

ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა ქალაქის საკრებულოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა განაცხადა. მერის მოვალეობას ვიცემერი კოტე ლომიძე შეასრულებს. ჯერჯერობით უცნობია, გამოცხადდება თუ არა კონკურსი მერის თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერად დიმიტრი კოპალიანი მიმდინარე წლის 5 ივნისს დაინიშნა. სამი თვის განმავლობაში საკრებულოს დეპუტატები მას იმპიჩმენტით ორჯერ დაემუქრნენ, რის გამოც ამ ხნის განმავლობაში მერმა შვებულებით ორჯერ ისარგებლა.

კომენტარები